LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: 100 წლის თამარა გვრიტიშვილი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

16458
birthday100yeras

ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, როგორ მიულოცეს დაბადების დღე 100 წლის თამარა გვრიტიშვილს მისმა ოჯახის წევრებმა, რომლებიც გახარებული არიან ახალი ამბით – ქალბატონი თამარა ექიმებმა მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს.

საბედნიეროდ, უსაყვარლეს ქალბატონს კორონავირუსი არ ჰქონია, ის ჯანმრთელობის სხვა პრობლემით აღმოჩნდა კლინიკა “ვივამედში”.

როგორც მისი ოჯახის წევრები წერენ, 100 წლის თამარა ბებია ექიმებმა უკვე რამდენჯერმე გადაარჩინეს…

ნინო ნადირაძე აღნიშნავს:

“ა, ბატონო, მართვითი სუნთქვიდან მოიხნა და მალე გაეწერება! სიცოცხლე უნდა ყველას, ყველა ასაკში, იმიტომ, რომ ყველაზე მწარე სიცოცხლეც კი ტკბილია!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები