LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვეტერანმა დაკარგული შეყვარებულის საპოვნელად გზაჯვარედინზე ბანერი დაკიდა

125
susancallmike

ამერიკის საზღვაო ძალების ვეტერანმა ალაბამას შტატში მდებარე პატარა ქალაქის ცენტრში დაკიდა უზარმაზარი ბანერი, სადაც საკუთარი ნომერი დატოვა და დაკარგულ შეყვარებულს დაკავშირება სთხოვა.

65 წლის სერჟანტმა მაიკ ნოულსმა პოტენციური საცოლე ერთ–ერთ საიტზე გაიცნო და როდესაც წყვილი უკვე შეხვედრას აპირებდა, შემთხვევით მისი კონტაქტი წაეშალა.

„მესიჯი მივწერე და მასთან შეხვედრას ვაპირებდი, ამ დროს რაღაცას დავაჭირე თითი და ყველაფერი წაიშალა. ამის შემდეგ მისი პოვნა ვეღარ შევძელი“ – უთხრა მაიკმა NBC15–ს.

მამაკაცმა საყვარელი ქალის პოვნა ყველა გზით სცადა, თუმცა უშედეგოდ. ბოლოს მან გადაწყვიტა, რომ ძიება უფრო მასშტაბური გაეხადა, ამიტომ ქალაქის ცენტრში ბანერი დაიქირავა, სადაც ტელეფონის ნომერი და წარწერა დატოვა, – „ სუსან დამირეკე…მაიკი… ჩემი კომპიუტერი გაფუჭდა!!!“

„მე და სუსანს ერთმანეთი გაცნობის წამიდან მოგვეწონა. ერთი თვის განმავლობაში ერთმანეთს ყოველდღიურად ვეკონტაქტებოდით და მივხვდით რომ ძალიან ბევრი რამ გქვონდა საერთო“

წყვილმა კონტაქტების გაცვლა ვერ მოასწრო და მაიკმა მხოლოდ ის იცოდა, რომ ქალი მის ქალაქში ცხოვრობდა. ასე რომ ბანერი ადრე თუ გვიან მაინც უნდა ენახა.

ბანერით ადგილობრივი პრესა დაინტერესდა და უჩვეულო სიყვარულის ისტორიას მთელი სტატიაც მიუძღვნა.

ვეტერანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სუსანის ძებნაში მან ქალაქში არსებული რამდენიმე რესტორანი და სხვადასხვა ბიზნესი მოიარა, იმ იმედით რომ იდუმალი ქალის შესახებ რამეს გაიგებდა.

„როდესაც ხალხს სუსანის შესახებ ვეკითხებოდი, ისე მიყურებდნენ როგორც გიჟს. თუმცა ამაზე ნაკლებად ვდარდობდი და მისი პოვნა მთელი გულით მინდოდა.“

საბედნიეროდ, ისტორიას ბედნიერი დასასრული აღმოაჩნდა, სუსანმა ბანერი ნახა და მაიკს დაურეკა. წყვილი მაშინვე შეხვედრაზე შეთანხმდა.

„ბანერი ჩამოვხსენი, რადგან სუსანის გარდა კიდევ ორმა ქალბატონმა დამირეკა. მათ მითხრეს, რომ თუკი სასურველ ქალს ვერ ვიპოვიდი, ყოველი შემთხვევისთვის მათი ნომრები ჩამეწერა.“

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები