LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვეტერანებისთვის იანვრიდან ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი 5-ჯერ გაიზრდება: პრემიერი

142
1551770164-ირაკლი-ღარიბაშვილი

ქვეყანაში დღეს ვეტერანთა დღე აღინიშნება. როგორც პრემიერმა საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა, ვეტერანებისთვის იანვრიდან ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი 5-ჯერ გაიზრდება.

“ჩვენი მთავრობა შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს ვეტერანების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვეტერანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ის საკითხი, რომელიც ყველას გვაწუხებს, ყოველთვიური 22 ლარიანი დანამატი, ჩვენი გადაწყვეტილებით, იქნება გადახედილი და იანვრიდან 5-ჯერ გაიზრდება,” – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები