LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერაფრით დავიჯერებ მის მოძალადეობას, მსურს, მადლობა ვუთხრა უკვე ლეგენდარულ სპორტსმენს: ელისაშვილი ბასილაშვილს მადლობას უხდის

153
FORTUNA.GE- (6)

“ვერაფრით ვერ დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას. არც ჩანს, რომ ეს კაცი მოძალადეა და პირიქით, ვნახეთ კიდეც, მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან წამებში, მან სიტყვა წარმოთქვა და პირველ რიგში, თუ ვინმეს მიმართა და თავისი წარმატება მიულოცა, ეს არის მისი მცირეწლოვანი შვილი.” – პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს, პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მორიგ გამარჯვებას გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, ეს ერთბაშად არის სპორტიც, პოლიტიკაც, ხელოვნებაც და კულტურაც:

“ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნა ეს ტრიბუნაა და ამ ტრიბუნიდანაც მსურს, მადლობა ვუთხრა უკვე ლეგენდარულ სპორტსმენს, ნიკოლოზ ბასილაშვილს. შეიძლება, დიდ ქვეყნებში არც არაფერი, ასეთი ბევრი წარმატება აქვთ ხოლმე იქაურ სპორტსმენებს, მაგრამ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, ეს არის სპორტიც, პოლიტიკაც,  ხელოვნებაც და კულტურაც ერთბაშად.

დიდი მადლობა მსურს, როგორც ერთმა მოქალაქემ ერთ მოქალაქეს, როგორც ერთმა ქართველმა ერთ ქართველს, ვუთხრა იმ თავდაუზოგავი შრომისთვის და იმ წარმატებისთვის, რომ საქართველოს სახელი, ჩვენი ერის სახელი ასე გაიტანა მთელს მსოფლიოში. მით უფრო, იმ ფონზე, რაც მას თავს დაატყდა, როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა, წარმატებული კაცი რომ გამოგვერევა ხოლმე, მერე მზად ვართ, დავკორტნოთ ყველამ, განსაკუთრებული ჟინით, შემართებით და ამ ახალგაზრდა კაცსაც ასე უტევდა ძალიან ბევრი.” – თქვა ელისშვილმა

შეგახსენებთ, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რამდენიმე დღის წინ დოჰაში გამართულ ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა.

2020 წლის 21 მაისს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე დააკავეს და ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარუდგინეს. მოგვიანებით კი სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g