LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერა ქობალია ქართულ პოლიტიკაში ზუგდიდიდან ბრუნდება?

423
426288-346129808810018-601660661-n

„ნაციონალურ მოძრაობის“ პრესსამსახურში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ზუგდიდში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ვერა ქობალია იქნება.

როგორც „ფორტუნას“ პარტიაში განუცხადეს, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, თუ ვინ წარადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“ ზუგდიდში.

„გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ, ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განხილვები მიმდინარეობს. ზუგდიდში აუცილებლად გვეყოლება კანდიდატი. ამ ეტაპზე სამეგრელოს რეგიონში საერთოდ არცერთი კანდიდატი არ გვყავს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები და განხილვები. ვერა ქობალიასთან არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია“, – აცხადებენ პარტიაში.

დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ განიხილავს, ზუგდიდში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატს, გიგი უგუგლავას კონკურენტი დაუყენოს და ეს კონკურენტი შეიძლება ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია იყოს.

ვერა ქობალია ეკონომიკის მინისტრის პოსტს 2010-2012 წლებში იკავებდა. ბოლო დროს ვერა ქობალია კანადაში ცხოვრობდა და კანადის მთავრობის მრჩევლის თანამდებობა ეჭირა. დაბრუნდება თუ არა ქართულ პოლიტიკაში ყოფილი მინისტრი, ამას უახლოეს მომავალში ვიხილავთ.

 

ფოტოზე: ვერა ქობალია ზუგდიდის დადიანების სასახლეში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები