LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვერ მივხვდი, რომ ეს შეიძლება კოვიდი ყოფილიყო” – რა ახალ სიმპტომებზე საუბრობს ინფიცირებული ჟურნალისტი

15451
BeFunky-collage (10)

გუშინ, “რუსთავი 2”-ის თანამშრომელს თეონა ცხომელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის შემდეგაც, ტელევიზიაში ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტი. დღეს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიის თანამშრომლების ტესტი უარყოფითია. თუმცა, პრევენციული ზომების გატარება კვლავ გაგრძელდება.

რაც შეეხება უშუალოდ ინფიცირებულ ჟურნალისტს, თეონა ცხომელიძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს. ცოტა ხნის წინ, მან სოციალური ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და კორონავირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებსა და მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

“ნორმალურად ვარ. ორი დღეა ტემპერატურა არ მაქვს. უცნაური სიმპტომები აქვს კოვიდს, რაც არ ვიცოდი და ყველა ის ადამიანი უნდა იყოს ყურადღებით, ვისაც შეიძლება ეს სიმპტომები ჰქონდეს. მე ვერ მივხვდი, რომ ეს შეიძლება კოვიდი ყოფილიყო და არ მქონდა ამის შესახებ ინფორმაცია. ეს არის: ზურგის ტკივილი და სახსრების ტკივილი, განსაკუთრებით ფეხები…

ძალიან ბევრი ადამიანი მწერს –  როგორ მივხვდეთ რომ კოვიდია, თუ უსიმპტომო ხარ; რატომ მიხვედი ექიმთან და ა.შ.

ექიმთან მივედი, რადგან ღამით მქონდა სიცხე და დილით, როგორც პროტოკოლია ვალდებული ვიყავი ცხელების ცენტრში მივსულიყავი. რომ წამოვედი, სიცხე უკვე აღარ მქონდა.

ერთი რასაც ეპიდემიოლოგებთან მუშაობისას მივხვდი არის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გვეკეთოს პირბადე. როცა ვარკვევდით სად, ვისთან ვიყავი, აღმოჩნდა, რომ იქ სადაც ორივე ადამიანს გვეკეთა პირბადე, ყველა კონტაქტი გამოირიცხა…

ნებისმიერ დროს პირბადის გამოყენება ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრ ადამიანს მართლა გადავარჩენთ”- ამბობს თეონა ცხომელიძე.

 

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=3513193935400235&id=100001289893072

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები