LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეციაში საგანგაშო მდგომარეობაა, ქალაქი წყალქვეშ მოექცა (ვიდეო, ფოტო)

3908
download

ძლიერი წვიმის შედეგად იტალიის ქალაქ ვენეციაში წყლის დონემ საგანგაშო სიმაღლეს მიაღწია. ბოლო შემთხვევებთან შედარებით ეს წყლის დონის მომატების რეკორდული მაჩვენებელია: წყლის უძლიერესმა მოქცევამ სიმაღლეში 187 სანტიმეტრს მიაღწია. ქალაქის ქუჩები და მოედნები წყლის ქვეშ აღმოჩნდა.

დატბორილია ქალაქის ქვედა ნაწილში მდებარე სან მარკოს მოედანი, ასევე წმინდა მარკოზის ბაზილიკაც. ბოლო 1200 წლის განმავლობაში სალოცავი 6-ჯერ დაიტბორა. ბაზილიკის საბჭოს წევრი, პიერპაოლო კამპოსტრინი აღნიშნავს, რომ 4 შემთხვევა ბოლო 20 წელიწადში მოხდა.

ვენეციის მერი თვითერზე პოსტს აქვეყნებს და სიტუაციას დრამატულს უწოდებს. როგორც ცნობილია, ლუიჯი ბრუნარო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აპირებს.

“ვთხოვთ მთავრობას, დაგვეხმაროს. ძალიან დიდი ხარჯი იქნება. ეს კლიმატური ცვლილების შედეგია“, – წერს ქალაქის მერი თვითერზე.

 

 

 

 

 

 

 

 

გთავაზობთ ვიდეოსა და ფოტოებს დატბორილი ვენეციიდან:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები