ვენეცია თავისი გონდოლებით, არაჩვეულებრივი სასახლეებითა და მუზეუმებით – მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომელსაც კინემატოგრაფისტებიც ხშირად სტუმრობენ.

fortuna.ge გთავაზობთ 10 ყველაზე ლამაზ ფილმს, რომელთა ბუნებრივ დეკორაციად სწორედ ვენეცია იქცა.

„ზაფხული“ (Summertime, 1955) – დევიდ ლინის მელოდრამის მთავარი პერსონაჟი მარტოხელა ქალია, რომელიც ვენეციაში მოგზაურობისას პოულობს ნამდვილ სიყვარულს.

„სიკვდილი ვენაციაში“ (Morte A Venezia, 1971) – თომას მანის მოთხრობის ეკრანიზაცია, ასაკოვანი კომპოზიტორის ისტორიაა, რომელიც ვენეციას შთაგონების ძიებაში სტუმრობს, Grand Hôtel les Bains-ში დაბინავებული კი, მცირეწლოვანი ბიჭუნათი იხიბლება.

„ფედერიკო ფელინის კაზანოვა“ (Il Casanova di Federico Fellini, 1977) – არაჩვეულებრივი ფილმი ლეგენდარული მაცდუნებლის ცხოვრებაზე, სწორედ ვენეციის „დეკორაციებში“,  ჭრელი მასკარადების, მდიდრული მეჯლისების და წვეულებების ფონზე შეიქმნა.

„მთვარის მრბოლელი“ (Moonraker, 1979) – „ბონდიანას“ მორიგ სერიაში როჯერ მური სწორედ ვენეციის არხებში აწყობს სარისკო რბოლას.

„დაკვრა ოთხ ხელში“ (Le Guignolo, 1979) – ჟორჟ ლონტერის კომედიურ ბოევკი ჟან-პოლ ბელმონდოს მონაწილეობით, მსოფლიო კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური დევნის სცენის წყალობით შევიდა.

„უცხოების ნუგეში“ (The Comfort of Strangers, 1990) – პოლ შრედერის ტრილერში ახალგაზრდა წყვილი შვებულებით მიემგზავრება ვენეციაში, სადაც უცნაურ ახალგაზრდას ხვდება იდუმალებით მოცული წარსულით.

„ყველა ამბობს, რომ მე შენ მიყვარხარ“ (Everyone Says I Love You, 1996) – ვენეციის არაჩვეულებრივი ხედების ფონზე დადგმულ მელოდრამაში, ჯულია რობერტს თავად რეჟისორი – ვუდი ალენი უწევს პარტნიორობას.

„გამორჩეულ ჯენტლმენთა ლიგა“ (The League of Extraordinary Gentlemen, 2003) – ალან მურის და კევინ ო’ნილის გრაფიკული რომანის ეკრანიზაციის პერსონაჟები „ნუტილიუსის“ ბორტზე ცდილობენ ტერაქტის აღკვეთას, რომელსაც კურსი ვენეციისკენ უჭირავს.

„კაზინო როიალი“ (Casino Royale, 2006) – „ბონდიანას“ მორიგი სერიაში ამჯერად  დენიელ კრეიგი ახორციელებს სარისკო მისიას.

„ინფერნო“ (Inferno, 2016) – მეცნიერი რობერტ ლენგოდონი, რომელიც ამნეზიით ხვდება რომის ერთ-ერთ კლინიკაში, სწორედ ვენეციაში ცდილობს საკუთარი ცხოვრების გახსენებას.

 

 

კატეგორიები: რჩევები ფილმები

მსგავსი თემები