ვენეტოს რეგიონი, სადაც იტალიის ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი დანიშნულება ვენეცია მდებარეობს, ტურისტების მისაღებად ემზადება.

„ვენეტოში ჩამოსული მოგზაურები თავს ისევე კომფორტულად იგრძნობენ, როგორც საკუთარ სახლებში“ – განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ლუკა ზაიამ და ვიზიტორთა მოსაზიდად მთელი კამპანიაც დაიწყო.

პოლიტიკოსის აზრით, ვენეტო იტალიის ყველაზე პოპულარული რეგიონია. ვენეციას ყოველ წელს მილიონობით ტურისტი აკითხავს და ქვეყნის ბიუჯეტს მილიარდობით ევროთი ავსებს.

„ვენეციას ძალიან რთული წელი ქონდა, ჯერ იყო წყალდიდობები, შემდეგ კორონავირუსი, თუმცა უკვე ყველაფერმა ჩაიარა და ქალაქში უსაფრთხო გარემოა შექმნილი“.

ზაიამ ისიც დაამატა, რომ ვენეტოს მხარე ელოდება ყველას: სტუმრებს გერმანიიდან, საფრანგეთიდა, ესპანეთიდან თუ ავსტრიიდან. რეგიონში მდებარე პლაჟები უკვე გაიხსნა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა – დასტაბილურდა. ასე რომ, ზაფხულის სეზონის შესახვედრად იმედი ჯერ კიდევ არსებობს. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება რა თქმა უნდა, ქვეყნის მთავრობამ უნდა მიიღოს.

ვენეტოს საავადმყოფოებში კორონავირუსით დაავადებული 300–მდე პაციენტი რჩება. მთლიანობაში კი იტალიაში ინფიცირებულთა რაოდენობა 226,5 ათასს აღწევს.

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05