LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეცია იძირება

1290
venice-woman-and-child-flooded

ვენეცია იძირება. ქალაქში წყალდიდობის ახალი ნაკადია მოსალოდნელი. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. როგორც მედია საშუალებები იუწყებიან, უახლოეს საათებში წყლის დონე 160 სანტიმეტრს მიაღწევს, რაც ქალაქის 80 %-ის დატბორვას გამოიწვევს. ამ დროისათვის წყლის დონე 125 სანტიმეტრია. 

ვენეციაში საგანგაშო მდგომარეობაა, ქალაქი წყალქვეშ მოექცა (ვიდეო, ფოტო)

ბოლო შემთხვევებთან შედარებით ეს წყლის დონის მატების სარეკორდო მაჩვენებელია.

ვენეციაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. სტიქიამ უკვე იმსხვერპლა 2 ადამიანის სიცოცხლე. ვენეციის მერი მოსახლეობას გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა წყალდიდობის შედეგად დაზარალებული რეგიონისთვის 20 მილიონი ევრო გამოყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები