LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენაში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა: ევროპა საფრთხის წინაშე

87
skynews-austria-vienna-terror-attack-5159518

ავსტრიის დედაქალაქის ქუჩებში მთელი ღამის განმავლობაში დევნის სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.

შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ვენის ქუჩებში, მინიმუმ ექვს სხვადასხვა ადგილას მყოფ მოქალაქეებს.

სროლის ხმა ისმოდა სინაგოგასთან, ასევე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზეც.

სხვადასხვა მედიასაშუალება მთელი ღამის განმავლობაში პირდაპირ ეთერში გადასცემდა დედაქალაქის ქუჩებში მიმდინარე მოვლენებს.

თავდამსხმელებმა ტყვეები აიყვანეს. დაიჭრა სულ მცირე 15 ადამიანი. განახლებული მონაცემებით, დაიღუპა სამი. დაშავებულებს შორის ერთი პოლიციელია. მალევე გავრცელდა ინფორმაცია ერთი თავდამსხმელის ლიკვიდაციის შესახებ.

“ჩვენ სპეცდანიშნულების რამდენიმე რაზმი გავაერთიანეთ, რომლებიც ახლა სავარაუდო ტერორისტებს ეძებენ. თავდამახმელები არიან კარგად შეიარაღებულები და საშიშები. მე ვფიქრობ, რომ ისინი დედაქალაქის გარეთაც უნდა ვეძებოთ, რადგან არიან მობილური დამნაშავეები”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა კარლ ნეჰამერმა.

“ეს ნამდვილად არის ტერაქტი” – ასე შეაფასა თავდასხმა და მოქალაქეების ტყვედ აყვანა ქვეყნის კანცლერმა სებასტიან კურცმა და საზოგადოებას მოუწოდა, დარჩნენ სახლში და დედაქალაქის ქუჩებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

ამ დროისთვის ეძებენ კიდევ ერთ შეიარაღებულ პირს.

ცოტა ხნის წინ, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეძებენ კიდევ ერთ ეჭვმიტანილს, რომელიც მან ისლამისტ ტერორისთად მოიხსენია და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ემსახურება ევროპული თავისუფალი საზოგადოების დაშინებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები