LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენა-თბილისის მიმართულებით რეისს Myway Airlines შეასრულებს

118
93281454-926739884439843-7764613921213775872-o

27 აპრილს, ვენათბილისის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, რეისს ავიაკომპანია Myway Airlines შეასრულებს. აღნიშნული შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ავიაკომპანიას შორის შედგა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კომპანია Myway ქალაქ პრაღაში გეგმურ-ტექნიკურ გადაფრენას ახორციელებდა, კომპანიამ გამოთქვა კეთილი ნება, მონაწილეობა მიიღოს უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების პროცესში.

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, კომპანია ქალაქ პრაღიდან უკანა ფრენას ქალაქ ვენის გავლით განახორციელებს და სამშობლოში დააბრუნებს ავსტრიაში მყოფ და ასევე ქალაქ ვენაში ტრანზიტულად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. ბილეთების რეალიზაცია რეისამდე ორი დღით ადრე, ავიაკომპანია Myway-ს ვებგვერდზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები