LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვაშინგტონში ძალიან იმედგაცრუებულები არიან საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩაგდების გამო” – ჯონათან კაცი

145
599CDA4D-6ABE-4C2F-88A6-03962431211B-w1023-r1-s
“ვაშინგტონში ძალიან იმედგაცრუებულები არიან იმით, რომ საარჩევნო ცვლილებები, რომლებიც ასეთი საჭირო იყო, არ დამტკიცდა საქართველოს პარლამენტში” – ამის შესახებ, გერმანიის მარშალის ფონდის მკვლევარმა თბილისში, ჯონათან კაციმ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის საგარეო იმიჯზე და ქართულ დემოკრატიაზე საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩაგდება უარყოფითად აისახება.

ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას: “იმედგაცრუებული“ ბიძინა ივანიშვილი და გულწრფელი წუხილი

"ხელისუფლების წყარო ხალხია და მისი ნება დაუბრკოლებლად უნდა აისახოს არჩევნების შედეგებში" - ბიძინა ივანიშვილი.

“ეს არის უარყოფითი შედეგი არა მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის, არამედ პოტენციურად ცუდად აისახება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზეც. საქართველოს 2020 წლის საპარლამენტი არჩევნები დასავლეთში აღიქმება, როგორც ლაკმუსის ტესტი მთავრობისთვის, ბატონი ივანიშვილისთვის და ქართული მცდელობისთვის, რომ გაატარონ დემოკრატიული რეფორმები და გარანტირებულად ჩაატარონ თავისუფალი, სამართლიანი და გაჭვირვალე საარჩევნო პროცესი” – განაცხადა კაციმ “ამერიკის ხმასთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპორექტი ჩააგდო, რის შემდეგაც რუსთაველზე აქცია სახელწოდებით “დავიბრუნოთ ქვეყანა” გაიმართა. მომიტინგეებმა კარვებიც გაშალეს. პროტესტ გაერთანებული ოპოზიციაც შეუერთდა, რომელთა მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნებია.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები