აშშ-ის დედაქალაქში რეკორდული რაოდენობით ნალექი მოვიდა. წყალდიდობის შედეგად, ვაშინგტონის ნაწილი დაიტბორა. cnn-ის ცნობით, წყალი ჩავიდა ვაშინგტონის მეტროშიც. გადაუღებელი წვიმის გამო დაკეტილი იყო მუზეუმები და სხვა ღირსშესანიშნაობები.

სტიქიის ზონაში მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახური. მაშველებს წყალში მყოფი მანქანებიდან მოქალაქეები გამოჰყავდათ.

ძლიერი წყალდიდობა იყო ვირჯინიის შტატის ქალაქ არლინგტინშიც.

მომხდარის ამსახველი ვიდეო თვითმხილველებმა გაავრცელეს.

 

მსგავსი თემები