LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვასაძე შსს-ს: სასწრაფოდ დააპატიმრეთ ექსტრემისტები

141
vasadzelevan (5)__50x50

ბიზნესმენი ლევან ვასაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ პირთა დაკავებისკენ მოუწოდებს, რომლებიც მისი თქმით, 200-300 კაცის მეშვეობით საზოგადოებაში არეულობის შეტანას ცდილობენ.

„მინდა მოვუწოდო შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასწრაფოდ დააპატიმროს ექსტრემისტები იმიტომ, რომ ისინი არ ემორჩილებიან შსს-ს განჩინებას,ისინი ახდენენ რადიკალიზაციას იმ 200-300 კაცის მეშვეობით. ეს არის ის ერთი მუჭა ხალხი, რომელიც მათ უნდა ანაცვალონ მთელ ქართველ ერს,“ – განაცხადა ვასაძემ ვერის ბაღში.

ლევან ვასაძის მხარდამჭერმა სასულიერო პირებმა მშვიდობის და ერის დაცვის პარაკლისი გადაიხადეს. ისინი საზოგადოების იმ ნაწილთან ერთად, რომლებიც “თბილისი პრაიდის” ჩატარებას ეწინააღმდეგებიან, 18:00 საათზე „თბილისი პრაიდის“ ოფისთან მისვლას და გამაფრთხილებელი აქციის ჩატარებასაც გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ „თბილისი პრაიდი“ ოფიციალურად დღეს გაიხსნა და პირველი ღონისძიებაც დღეს ჩატარდება.

თეატრალიზებული სპექტაკლი ლგბტ თემის შესახებ - თბილისი პრაიდი იხსნება

არსებობს რისკები, პასუხისმგებელია სახელმწიფოა

 

 

 

 

 

ფოტო: ინტერპრესნიუსი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები