LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსკვლავი, რომელიც 220 მილიონი გამომწერით ლიდერობს – ,,ინსტაგრამის” და ,,ტვიტერის” რჩეულების ათეული

500
FORTUNA. GE

ცნობილების ცხოვრებას თვალს მილიონობით ადამიანი ადევნებს. ისინი საყვარელი ვარსკვლავების ყოველდღიურობას სოციალური ქსელის მეშვეობით აკვირდებიან, მით უმეტეს რომ დღესდღეობით საყვარელ მსახიობებთან, მომღერლებსა თუ სპორტსმენებთან კონტაქტიც არის შესაძლებელი. ყველა სოციალურ ქსელს თავისი რჩეული ჰყავს.

ვნახოთ ვინ არის ყველაზე პოპულარული ,,ინსტაგრამზე” და ,,ტვიტერზე”.

,,ინსტაგრამი”

1. ,,ინსტაგრამი”- ყველაზე მეტი მიმდევარი ,,ინსტაგრამზე” თავად სოციალური ქსელის ოფიციალურ ანგარიშს ჰყავს, საიდანაც მომხმარებელი უახლეს ინფორმაციას იღებს ქსელის ახალი ფუნქციების და ბოლო განახლებების თაობაზე. ,,ინსტაგრამის” ოფიციალური ანგარიშის გამომწერთა რაოდენობა 350 მილიონი ადამიანია.

2. კრიშტიანო რონალდო – თუ თავად ,,ინსტაგრამს” არ ჩავთვლით და პერსონებზე ვისაუბრებთ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურინის ,,იუვენტუსის” და პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო “ინსტაგრამის” ნომერ პირველი რჩეულია. მას ამ სოციალურ ქსელში ყველაზე მეტი ,,ფოლოვერი” ჰყავს. სუპერვარსკვლავის გვერდის გამომწერთა რაოდენობა 220 მილიონს აჭარბებს.

3. არიანა გრანდე – ამერიკელი მუსიკოსი და მსახიობი მეორე ადგილს იკავებს.,,ინსტაგრამზე” გრანდეს ოფიციალურ ანგარიშს 187 მილიონი გამომწერი ჰყავს.

4. დუეინ ჯონსონი – საპატიო სამეულს ამერიკელი მსახიობი და პროფესიონალი სპორტსმენი, დუეინ ჯონსონი ასრულებს, რომლის ანგარიშსაც ,,ინსტაგრამზე” 184 მილიონი მიმდევარი ჰყავს.

5. სელენა გომესი – ამერიკელი მომღერალი და მსახიობი სელენა გომესი ტოპ 10-ის მომდევნო წევრია. მის ყოველდღიურობას ,,ინსტაგრამზე” 178 მილიონი ადამიანი ადევნებს თვალს.

6. კაილი ჯენერი – ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ,,ინსტაგრამის” მომხმარებელთა შორის ძალიან პოპულარულია. მის მიმდევართა რაოდენობა 177 მილიონ ადამიანს აჭარბებს.

7. კიმ კარდაშიანი – აქვეა კარდაშიანების კლანის კიდევ ერთი წარმომადგენელი კიმ კარდაშიან-უესტი, რომელსაც ,,ინსტაგრამზე 172 მილიონი მიმდევარი ჰყავს. როგორც ხედავთ, კარდაშიანების ოჯახი სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია.

8.  ლიონელ მესი – ეს ის შემთხვევაა, როდესაც არგენტინელი სუპერვარსკვლავის შედარება მის პორტუგალიელ კონკურენტთან ვერ მოხერხდება და შესაბამისად საფეხბურთო წრეებში პოპულარულ კითხვას – ,,მესი თუ რონალდო” შედეგების თვალსაჩინოებიდან გამომდინარე ვერ დავსვამთ, მაგრამ ლიონელ მესი ტოპ-10-ში მაინც შედის. მის ანგარიშს 152 მილიონი გამომწერი ჰყავს.

9. ბიონსე – ამერიკელი პოპდივა ათეულის ბოლოს წინა ადგილს იკავებს. ბიონსეს ,,ინსტაგრამ” ანგარიშს 147 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

10. ნეიმარი – საუკეთესო ათეულს ფეხბურთის კიდევ ერთი სუპერვარსკვლავი, ბრაზილიელი ნეიმარი ასრულებს, რომლის პირად ანგარიშსაც თვალს 138 მილიონი ადამიანი ადევნებს. აღსანიშნავია, რომ ნეიმარი მხოლოდ ერთი მილიონი გამომწერით უსწრებს პოპულარულ გამოცემა National Geographic-ს, რომელიც მე-11 ადგილზეა.

,,ტვიტერი”

1. ბარაკ ობამა – აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ,,ტვიტერის” ყველაზე პოპულარული პერსონაა. მის ანგარიშზე 118 მილიონი მიმდევარია.

2. ჯასტინ ბიბერი – მართალია,,ინსტაგრამის” რჩეულთა შორის არ არის, თუმცა, სამაგიეროდ კანადელ მომღერალს ,,ტვიტერზე” საპატიო მეორე ადგილი უჭირავს 111 მილიონი გამომწერით.

3. კეტი პერი – პოპ-მომღერალი საპატიო მესამე ადგილს იკავებს. ,,ტვიტერზე” მის ოფიციალურ ანგარიშს 108 მილიონი მიმდევარი ადევნებს თვალს.

4. რიანა – მომდევნო ადგილებსაც მომღერლები იკავებენ. ბარბადოესლ ვარსკვლავს 96 მილიონი გამომწერი ჰყავს. იგი საგრძნობლად უსწრებს მე-5 ადგილოსან კოლეგას, ტეილორ სვიფტს, რომლის ანგარიშზეც 86 მილიონი გამომწერია.

5. ტეილორ სვიფტი – რიანას 86 მილიონი მიმდევარით მოჰყვება კოლეგა ტეილორ სვიფტი.

6. კრისტიანო რონალდო – ,,ინსტაგრამის” რჩეული კრიშტიანო რონალდო ,,ტვიტერის” ყველაზე პოპულარულ 10 ადამიანშიც შედის. აქ იგი მე-6 ადგილზეა 84 მილიონი გამომწერით.

7. ლედი გაგა – ეპატაჟური მომღერალი ლედი გაგა მე-7 პოზიციას 81 მილიონი მიმდევრით იკავებს.

8-9. დონალდ ტრამპი და ჰელენ დეჯენერისი. 8-9 პოზიციებს აშშ-ის პრეზიდენტი და ცნობილი ტელეშოუს წამყვანი თანაბარი რაოდენობის, 80-80 მილიონი გამომწერით ინაწილებენ.

10. არიანა გრანდე – კრისტიანო რონალდოს მსგავსად, საუკეთესოთა ათეულში გრანდე ,,ტვიტერზეც” არის, თუმცა აქ მისი შედეგები ბევრად მოკრძალებულია. მომღერლის ცხოვრებით 74 მილიონი ინსტაგრამ-იუზერია დაინტერესებული.