LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარშალომიძე ის ადამიანია, ვინც ბათუმი ააშენა – ზელენსკი გუნდს ქართველებით აძლიერებს

355
ვაშ

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინაში შეიქმნება ერთიანი საინვესტიციო ოფისი, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი, ლევან ვარშალომიძე უხელმძღვანელებს.

„შემიძლია გაუწყოთ საინვესტიციო ოფისზე, რომელსაც სექტემბერში გავხსნით. ჩვენ იქ ბატონ ლევან ვარშალომიძეს დავნიშნავთ, რომელიც ბათუმს აშენებდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინული მედია, წერს რომ ვაშალომიძე ის ადამიანია, ვინც ბათუმი ააშენა და რომ ის მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლია.

„ვარ­შა­ლო­მი­ძე 2004-2012 წლებ­ში აჭა­რის მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტს იკა­ვებ­და. ის მას შემ­დეგ და­ი­ნიშ­ნა რე­გი­ონ­ში, რაც აჭა­რამ უმ­ძი­მე­სი პე­რი­ო­დი გა­და­ი­ტა­ნა – 2004 წელს, რე­გი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნელ­მა ას­ლან აბა­ში­ძემ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მო­წყო­ბა სცა­და, რის შემ­დე­გაც მოს­კოვ­ში გა­იქ­ცა“, – ასე იხსენებენ საქართველოს უახლეს ისტორიას უკრაინულ მედიაში.

უკრაინის აღმშენებლობაში სულ უფრო ბევრი ქართველი ერთვება. შეიძლება ისიც ითქვას, რომ სერიალ „ხალხის რჩეულს“ რეალურ ცხოვრებაში ვადევნებთ თვალს.

უკრაინული სერიალი „ხალხის მსახური“ 2015 წელს გადაიღეს. მთავარ როლს უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი ასრულებს. სერიალი ისტორიის მასწავლებლის, ვასილი გოლობოროდკოს თავგადასავალს მოგვითხრობს, რომელიც მოულოდნელად ქვეყნის პრეზიდენტი ხდება.

პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ის გუნდის ქართველებით გაძლიერებას ცდილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები