LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

534
119732999-781201659308134-8459556289884457512-n

თბილისში, ვარკეთილში, ე.წ. სუხიშვილის წრესთან ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. 

როგორც თვითმხილველმა “ფორტუნას” განუცხადა, ნისანის მარკის ელექტრომობილი გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა. 

შსს-ს ცნობით მსუბუქ ავტომობილში მყოფი ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო გვერდით მჯდომი მამაკაცი სხეულის მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წინასწარი ვარაუდით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა მუხრუჭები ვერ დაიჭირა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

როგორც “ფორტუნა” შსს-ს განუცხადეს გამოძიება 276 მუხლის მე6-ე ნაწილით დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები