LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარჯიში დეპრესიასთან საბრძოლველად საუკეთესო საშუალებაა

199
53665561-315521302499372-5660247926639689728-n

თანამედროვე რეალობაში ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც პრობლემები არ აქვს და ცხოვრებაში ერთხელ მაინც უფიქრია, რომ ცხოვრებამ აზრი დაკარგა.  ეს ყველაფერი იწვევს დეპრესიას და დეპრესიას კი ბევრად რთული შედეგების გამოწვევა შეუძლია.

ყველაზე საშინელი ეფექტი კი ალბათ სუიციდია. თვითმკვლელთა რაოდენობა მსოფლიოში ყოველწლიურად იმატებს და დეპრესიის წამლის პოვნა მით უფრო მნიშვნელოვანი გახდა. საინტერესოა, რომ ყოველ წელს დეპრესიას მსოფლიოში 300 მილიონი ადამიანი ებრძვის.

ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფმა პრობლემის გადაჭრის მარტივ ხერხს მიაგნო. აღმოჩნდა რომ დეპრესიას ფიზიკური აქტივობა, კერძოდ კი წონებით ვარჯიში ამარცხებს. თუკი მედიკამენტები გარკვეულ ხარჯებთან, დამოკიდებულების გაჩენასთან და გვერდით ეფექტებთანაა დაკავშირებული, დარბაზის აბონიმენტი –ბევრად იაფი და ეფექტური საშუალებაა.

ამას მოწმობს ექპერიმენტი, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა და რეგულარულმა ვარჯიშმა მათი ცხოვრება 360 გრადუსით შეცვალა.

თანაც, განსხვავებით წამლებისგან როდესაც ცდისპირებს პლაცებო ეფექტით ატყუებდნენ, ფიზიკური აქტივობის ექსპერიმენტში ყველაფერი ნათელი იყო, კარგად ჩანდა ვინ ვარჯიშობდა და ვინ არა.

შესაბამისად, შედეგიც ბევრად უფრო სარწმუნო და გასათვალისწინებელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები