LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარძიის მუზეუმის მიმდებარედ, მთის ფერდობზე ქვათა ცვენა იყო – კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

47
BeFunky-collage (1)

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დღეს, 18 ოქტომბერს, დილის საათებში, ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, პერიმეტრზე შესასვლელ შლაგბაუმთან, მთის ფერდობზე დაიწყო ქვათა ცვენა (დაგორდა ლოდები). მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად ძეგლს საფრთხე არ დამუქრებია.

„როგორც აღინიშნა, ეს არის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ვარძიის სამონასტრო კომპლექსისგან მოშორებით“, – განმარტავენ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში.