LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაციით გამხნევებული ექიმების პერფორმანსი თელ-ავივის საავადმყოფოში: ვიდეო

88
ექიმები

ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სხვადასხვა ქვეყანაში ეტაპობრივად იწყება.

საყოველთაო პროცესს არაერთფეროვანი რეაქციებიც მოყვება – ზოგი ფიქრობს, რომ ეს ისტორიული მომენტი და ახალი ეპოქის დასაწყისია, ზოგი კი მიიჩნევს, რომ მისი მიღება უკიდურესად საშიშია.

დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების შემდეგ, ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც ვაქცინაცია დაიწყო – ისრაელია.

პროგრამა 20 დეკემბერს დაიწყო. პირველი პაციენტი კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იყო, რომელმაც “ფაიზერისა” და “ბიოენტეკის” ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა და მოსახლეობა გაამხნევა, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი.

პირველ ეტაპზე, ვაქცინა 10 კლინიკაში გადანაწილდა – აიცრებიან ექიმები და რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები.

ვაქცინის მიღებამ თელ-ავივის ერთ-ერთი კლინიკის სამედიცინო გუნდში ამაღელვებელი ემოციები გამოიწვია.

ექიმების პერფორმანსის ამსახველ ვიდეომასალას CNN-ი ავრცელებს. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები