LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში დაფიქსირდა 139 გვერდითი მოვლენა. მათგან ოცამდე “მძიმე“ – ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი

208
46375893-10157070966154236-9088723948836749312-o-2020-03-22-08-12-29-438447-2021-01-11-09-32-39-041660

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, კლერმონ-ფერანის ენდოსკოპიური ქირურგიის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ, განახლებულ მონაცემებზე წერს და მასზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ვაქცინაცია სიკვდილის უშუალო მიზეზად არ უნდა ჩაითვალოს.

“ANSM გახლავთ საფრანგეთის წამლებისა და სამედიცინო პროდუქტების უსაფრთხოების სააგენტო. მთლად არა, მაგრამ დაახლოებით ამერიკული FDA ს ანალოგი. პრეპარატების გამოყენებაზე ნებართვას სხვა ინსტანცია იძლევა, ამ სააგენტოს როლი სწორედ გართულებების მონიტორინგი, ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ამა თუ იმ პრეპარატის გამოყენების აკრძალვაა.

ეს არ არის მასმედია, მათი ინფორმაცია და დასკვნები ყოველთვის ზუსტ სტატისტიკას ეფუძვნება. კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მონაცემებს ყოველ კვირა, რამდენჯერმეც კვირაში, ანახლებენ.

ვაქცინაციის დაწყებიდან (27 დეკემბერი) 19 იანვრისათვის საფრანგეთში დაფიქსირდა 139 გვერდითი მოვლენა. მათგან ოცამდე “მძიმე“. დეტალები არაა მოყვანილი. სააგენტოს მიერ ამ გართულებების განხილვა მოხდება 21 იანვარს.

5 ადამიანი (ხანშიშესულთა სახლების ბინადარნი) გარდაიცვალა ვაქცინის გაკეთების შემდგომ დღეებში.

ხაზგასმითაა მითითებული, რომ დღევანდელ დღეს არსებული მონაცემებით, ვაქცინაცია სიკვდილის უშუალო მიზეზად არ უნდა ჩაითვალოს.

ეს სტატისტიკა ეხება Pfizer/BioNTech ვაქცინას. დაახლოებით 400 000 ადამიანია აცრილი ამ ვაქცინით. Moderna ს ვაქცინის გამოყენებაც დაიწყეს საფრანგეთში, მაგრამ ცალკე მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა.” – წერს რევაზ ბოჭორიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები