LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით, ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი: ღარიბაშვილი

129
1632522770-ირაკლი-ღარიბაშვილი-გაერო-4

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ეს არის მტკიცე გადაწყვეტილება, რომელსაც არ შეცვლის:

“ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით. ჩვენს ქვეყანაში ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და არ გახდება. ეს ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა და ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი.

რა თქმა უნდა, ჩვენ მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, დავეხმაროთ, განვუმარტოთ, რომ ვაქცინაცია არის პანდემიის დასრულების რეალური გამოსავალი. აცრა გვიცავს სიკვდილისგან, ეს არის ყველაზე მთავარი არგუმენტი, რაც უნდა ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს და ოჯახის წევრებს.

ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა არ ემხრომა სავალდებულო ვაქცინაციას. მეტიც, მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში დაწესებულია ნებაყოფლობითი ვაქცინაცია. სავალდებულო ვაქცინაცია არის ადამიანების არჩევანში უხეში ჩარევა. ყველა ადამიანს, მოქალაქეს აქვს არჩევანის თავისუფლება, მე როგორც პრემიერ-მინისტრი, უზრუნველვყოფ, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

იხილეთ იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო:

პირველი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტები“ ამოქმედდება

პენსიონერები, რომლებიც პირველ იანვრამდე აიცრებიან, ერთჯერად 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღბენ

 

პოპულალურები