LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანუატუს ტომმა, რომელიც პრინც ფილიპს ღმერთად აღიარებდა, გლოვა გამოაცხადა

163
prnccharls245

ვანუატის ტომი ტანას კუნძულზე პრინც ფილიპს ემშვიდობება. ამ ტომისთვის ედინბურგის პრინცის სიკვდილი განსაკუთრებული მოვლენაა, რადგან ის წლებია მათთვის ღვთაებასთან ასოცირდება. ამიტომაც ბელადებმა ფილიპის გარდაცვალებისთანავე გლოვა გამოაცხადეს და სპეციალური რიტუალი გამართეს. პრინცი ფილიპის კულტი კუნძულზე 50-60-იან წლებში გაჩნდა და ის სხვადასხვა ლეგენდებს დაუკავშირეს.

ვანუატუს ტომის შესახებ პრინცმა ფილიპმა 80-იან წლებში შეიტყო. პრინცმა ტომის ბელადებს საკუთარი ფოტოები გაუგზავნა, 2007 წელს კი მათ ბუკინგემის სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. 2018 წელს კუნძულზე პრინცი ჩარლზი ჩავიდა, სადაც მას საპატიო ტიტული საჯაროდ მიანიჭეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები