LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Vanity Fair-ის ვარსკვლავურ ფოტოზე ოპრა უინფრის 3 ხელი, რიზ უიზერსფუნს კი 3 ფეხი აქვს (ფოტო)

145

Vanity Fair-ის ახალი ნომრის გარეკანზე ჰოლივუდის A კლასის ვარსკვლავებმა მოიყარეს თავი. ოპრა უინფრი, რიზ უიზერსფუნი, ნიკოლ კიდმანი, ჯესიკა ჩესტეინი, ტომ ჰენქსი, ჰარისონ ფორდი, რობერტ დენირო, კლერ ფოი, მაიკ ლ შენონი და სხვა მსახიობები ცნობილი ჟურნალის ახალი ნომრის გარეკანზე გამოჩნდებიან. საღამოს სამოსში გამოწყობილი ვარსკვლავების პირველი ფოტო სახელწოდებით „12 ექსტრაორდინალური ვარსკვლავი და ერთი მნიშვნელოვანი წელი“ უკვე გამოჩნდა ინტერნეტში.

მიუხედავად იმისა, რომ ფოტო მართლაც საოცრად ლამაზია, მან უდიდესი რეზონანსი ფოტოგრაფის უხეში შეცდომის გამო გამოიწვია. ერთ-ერთ ფოტოზე, სადაც ოპრა უინფრი და რიზ უიზერსფუნი პოზირებენ, კარგად ჩანს, რომ ცნობილ ტელეწამყვანს უიზერსფუნის წელზე ხელი აქვს მოხვეული, მეორე ხელი კი მუხლზე უდევს. გამოდის, რომ ჯამში ოპრა უინფრის 3 ხელი აქვს, რაც ფოტოშოპის დროს დაშვებული შეცდომაა.

რაც შეეხება რიზ უიზერსფუნს, ფოტოშოპის წყალობით მას 3 ფეხი აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები