LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვალოდია, ვოვაჩკა, დაგპირდი, მაგრამ არ მივაყენებ შენს საფლავს შეურაცხყოფას, ქართულ განავალსაც არ იმსახურებ” – გაბუნიას მორიგი მიმართვა პუტინს

434
გაბუნია

გიორგი გაბუნიას სავარაუდო ლიკვიდაციის მცდელობის შემდეგ ჟურნალისტი რუსეთის პრეზიდენტს ისევ მიმართავს.

გაბუნია იხსენებს ერთი წლის წინანდელ მის მიმართვას პუტინისადმი და ამჯერად აღნიშნავს, რომ დაპირებას რუსეთის პრეზიდენტს არ შეუსრულებს.

“ვალოდია, ჩემო ძვირფასო, ვოვაჩკა. დავფიქრდი, დავფიქრდი და არ ვაპირებ შენი საფლავი შეურაცხვყო, მართალია დაგპირდი, მაგრამ მაინც. შენ ქართულ განავალსაც კი არ იმსახურებ”,-განაცხადა გაბუნიამ.

გიორგი გაბუნიამ ისიც აღნიშნა, რომ პატივს სცემს რუს ხალხს და პუტინთან რუს ერს არ აიგივებს.

“მე სიტყვის ჯარისკაცი ვარ. რა ზედმეტად მძიმე და უხეში იყო ის იარაღი, რომელიც მე გამოვიყენე ჩვენი ქვეყნის მთავარი მტრის, რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ. და მან რომელი აირაღი დაზოგა ჩვენზე? ერთი ატომური ბომბი არ ჩამოუგდია ჩვენს მიწაზე, თორემ სხვა როდის დაგვინდო ან როდის მოგვერიდა. ან ქართველ დედებს და მათი შვილების საფლავებს როდის გაუწია ანგარიში, რომ მე მოვრიდებოდი მაინცდამაინც მისი საფლავის ხსენებას.

თან ჩემი სიტყვები ეკუთვნის პირადად პუტინს და მის მონებს და არა მთელ რუს ერს. მე არ ვსვამ ტოლობის ნიშანს ვლადიმერ პუტინსა და რუსულ ნაციას შორის. მე პატივს ვცემ რუს ხალხს და მათ კულტურას. არც ვლადიმერ პუტინის ერთგული გოშია, რამზან კადიროვი განასახიერებს ჩეჩნებს”,-განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები