LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკის პარკის რეაბილიტაციას ბრიტანული კომპანია 2020 წელს დაიწყებს

992
61413538-2758502890832960-1953689767212220416-o

წლის ბოლომდე უნდა წარუდგინოს მერიას უკვე დასრულებული პროექტი ბრიტანულმა კომპანიამ, რომელიც ვაკის პარკის რეაბილიტაცია-განახლებას გულისხმობს. ამის შესახებ დღეს კახი კალაძემ მერიის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2020 წლისთვის სამუშაოები უნდა დაიწყოს. მერია უცხოური კომპანიისგან პროექტს ოფიციალურად ჩაიბარებს, თუმცა მანამდე დაგეგმილია რამდენიმე შეხვედრა. ასეთი აქტივობაა ჩანიშნული 7 დეკემბერს ვაკის პარკში, სადაც პროექტზე პასუხისმგებელი ბრიტანული კომპანია გამართავს შეხვედრას საზოგადოებასთან და ყველა დაინტერესებულ პირთან პარკის ფუნქციურ ზონებთან დაკავშირებით.

build.tbilisi.gov.ge – მერიის ახალი ვებ-გვერდი, სადაც მოსახლეობა განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნობა

კახი კალაძის თქმით, შეხვედრაზე დასწრების და დისკუსიაში მონაწილეობის სურვილი ვისაც ექნება, შეუძლიათ მიბრძანდნენ ვაკის პარკში შაბათს, 12:00 საათზე და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე პარკის განახლებაში შეიტანონ წვლილი, მათ შორის ეპატიჟება ექსპერტებს და  არასამთავრობო ორგანიზაციებს.

 

განახლდება და სრული რეაბილიტაცია ჩატარდება მთაწმინდის რაიონში ასათიანის ქუჩაზე მდებარე სპორტულ ცენტრში, რომელიც კალაძის განმარტებით “დანგრეული და გაუბედურებულია”. ძველი სპორტული ცენტრის ნაცვლად, მთაწმინდის რაიონი მიიღებს სრულიად განახლებულ, მულტიფუნქციურ დარბაზს, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა სახის სპორტული მიმდინარეობა. დღევანდელ სხდომაზე კალაძემ დარბაზის მაკეტი წარადგინა და ახსნა დეტალები, რაც მნიშვნელოვანია ზოგადად პროექტის განხოციელებისთვის და ამ მიმართულებით საჭირო პროცესებზე ისაუბრა. იგივე ტიპის დარბაზების მშენებლობას გეგმავს მერი თბილისის ყველა რაიონში.

 

კალძის თქმით, მოხდება ასევე საფეხბურთო მოედნების განახლება-რეაბილიტირება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები