LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ ჭაბუკიანის სასწავლებლის მოსწავლე ნიკოლოზ ფოცხიშვილი იტალიაში პრესტიჟული საბალეტო კონკურსის გამარჯვებული გახდა

125
ნიკოლოზ ფოცხიშვილი

ქეთი მოწონელიძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სასწავლებლის მოსწავლე იტალიაში კონკურსის გამარჯვებული გახდა:

„ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სასწავლებლის მოსწავლე, ნიკოლოზ ფოცხიშვილი, რომელმაც იტალიის ქალაქ ლეჩეში DOMENICO MODUGNO-ს სახელობის საერთაშორისო საბალეტო  კონკურსზე ასახელა ჩვენი სასწავლებელი! კლასიკურ ვარიაციაში პირველი ადგილი და ოქროს მედალი დაიმსახურა!

ვულოცავთ ნიკას და მის პედაგოგს ვიქტორია კუზნეცოვას ამ დიდ წარმატებას!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები