LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკეში საათობრივი პარკირება ამოქმედდება

122
1564638929-თბილისის-პარკინგი-3

20 ოქტომბრიდან ვაკის რაიონში საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება, სადაც აბაშიძის, ფალიაშვილის და ჭავჭავაძის ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, მივიდნენ და ზონალურ-საათობრივ პარკირების შესახებ ინფორმაცია მიიღონ.

ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და მოსახლეობას მოუწოდა, ავტომობილები დაარეგისტრინონ, რათა მათთვის პარკირება უფასო იყოს.

პარკირება უფასო იქნება ასევე შშმ პირებისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის და ელექტრომობილებისთვის. დანარჩენ შემთხვევაში, გადასახადი საათში 1 ლარით განისაზღვრება.

 

„მინდა შევეხო ზონალურ-საათობრივ პარკირებას. იცით, რომ პეკინი და მიმდებარე ქუჩები უკვე ჩართულია ამ სიახლეში. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ადგილობრივ მოსახლეობას, საკუთარი ავტომობილების რეგისტრაცია მოახდინონ, რომ მათთვის პარკირება უფასო იყოს. მიმდებარე ტერიტორიებზე ჯიხურები გვაქვს გათავსებული, ისინი 10 ოქტომბრამდე იქნება კონკრეტულ ლოკაციებზე.

მომდევნო ეტაპი, როგორც მთავრობის წინა სხდომაზე ვთქვი, იქნება ვაკის რაიონი. კონრეტულად აბაშიძე, ფალიაშვილისა და ჭავჭავაძის ყველა მკვეთი ქუჩა. 20 ოქტომბრიდან ვაკის რაიონში განთავსდება საინფორმაციო ჯიხურები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, მივიდნენ და სრული ინფორმაცია მიიღონ.
გარდა ამისა, მათაც უნდა მოახერხონ ავტომობილების რეგისტრაცია იმისთვის, რომ ავტომობილების პარკირება უფასო იყოს. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ადგილობრივი მოსახლეობისთვის პარკირება იქნება უფასო, ასევე შშმ პირებისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის და ელექტრომობილებისთვის. დანარჩენ შემთხვევაში, გადასახადი იქნება საათში 1 ლარი.

რაც შეეხება სხვა კონკრეტულ რაიონებსა და ქუჩებს, ეტაპობრივად ყველგან განხორციელდება ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები