თბილისში, მცხეთის ქუჩაზე გვიან ღამით პოლიცია იყო მობილიზებული. სამართალდამცველებმა ერთი პირი, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაარმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, დაკავებულია ერთი პირი, დაწყებული გამოძიების ფარგლებში.
მცხეთის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.