LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვაჟა გაფრინდაშვილი მთელმა მსოფლიომ გაათავისუფლა” – მეუფე იაკობი

245
იაკობი

მეუფე იაკობი ოკუპანტების მიერ დაკავებული ქართველი ექიმის გათავისუფლებაზე საუბრობს. მან ქადაგებისას აღნიშნა, რომ ეს მთელი მსოფლიოს დამსახურებაა.

“უკვე ვაჟა სახლშია, მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, სხვადასხვა პარტიის… რაღაც შეჯიბრიც ჰქონდათ ერთმანეთში კარგი გაგებით – ვინ უფრო მეტს გააკეთებდა მისთვის და საერთოდ, ჩვენი ხალხი გაცილებით მეტია, ვიდრე ყველა პარტია ერთად აღებული.

ვინც ჩვენი ღირსება დაიცვა - მადლიერების წერილები ვაჟა გაფრინდაშვილს

"ხვალ ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაგხვდებათ დიდი ყუთი - სადაც თქვენს მადლიერების წერილებს ჩააგდებთ"

ყველას დიდ მადლობას ვუხდი და არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ჩვენს მოჭიდავეებს, ვიცი, რასაც ვამბობ. გუშინ მეღიმებოდა, ვისმენდი, ყველას უნდოდა, თავის თავზე ეთქვა – მე გავათავისუფლე, მე გავათავისუფლეო. მერწმუნეთ, მთელმა საქართველომ გაათავისუფლა, მთელმა მსოფლიომ გაათავისუფლა”, – ამბობს მეუფე იაკობი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები