1989 წლის ნოემბერში პრაღაში დაწყებულ მშვიდობიან გამოსვლებს, რომელიც ორ კვირაში საბჭოთა რეჟიმის დამარცხებით დასრულდა, სწორედ ფილოსოფოსი ვაცლავ ჰაველი ხელმძღვანელობდა, რომელმაც მალე ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი ჩაიბარა. მართალია, რამდენიმე წლის შემდეგ ჩეხოსლოვაკია დაიშალა, მაგრამ ჩეხებისთვის ჰაველი დღემდე ჰუმანიზმისა და ზნეობის ორიენტირად რჩება.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ვაცლავ ჰაველის ცნობილ ფრაზებს:

თანამედროვე ადამიანის ტრაგედია ის კი არაა, რომ სულ უფრო ნაკლებად ესმის ცხოვრების აზრი, არამედ ის, რომ სულ უფრო ნაკლებად აღელვებს საკუთარი ცხოვრების უაზრობა.

უმოკლესი გზა პირად ტრაგედიამდე – სხვის ტრაგედიაზე თვალის დახუჭვაა.

როცა ადამიანი საკუთარ თავს თვლის სამყაროს ცენტრად, სამყარო ადამიანურ სახეს კარგავს, ადამიანი კი – კონტროლს სამყაროზე.

პოლიტიკა – არა შესაძლებლობების, არამედ შეუძლებლის შეძლების ხელოვნებაა.

ადამიანის ნამდვილი საზომი არა როლია, რომელიც თვითონ აირჩია, არამედ როლი, რომელიც ცხოვრებამ განსაზღვრა მისთვის.

სუსტი ადამიანები ყოველთვის ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთვის იბრძვიან, თუმცა ძალაუფლების დაკარგვასთან ერთად ცხოვრების აზრსაც კარგავენ.

შეუძლებელია თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა თავისუფალი, თვითკმარი ადამიანების გარეშე, რომლებიც პატივს არ სცემენ საკუთარ თავს.

ქვეყანაში მშვიდობის დამყარება მხოლოდ შინაგანი მშვიდობის მოპოვებით შეიძლება.

ის, ვინც საკუთარ თავს ზედმეტად სერიოზულად აღიქვამს, ყოველთვის რისკავს აღმოჩნდეს ბრიყვულ მდგომარეობაში, თუმცა, მას, ვინც ყოველთვის მზადაა დასცინოს საკუთარ თავს, მსგავსი საფრთხე არასდროს ემუქრება.

საკუთარი თავის შესაცნობად და ცხოვრების შესაცვლელად – საკუთარი მანკიერების შეცნობა და აღიარებაა საჭირო.

ძლიერი სახელმწიფოს შექმნა თუ გინდა, სხვისი ცხოვრების შესამსუბუქებლად უნდა იშრომო და არა საკუთარი კეთილდღეობისთვის.

ის, ვინც ამტკიცებს, რომ მარტოს არაფრის მიღწევა არ შეუძლია, სინამდვილეში მხოლოდ თავს იმართლებს საკუთარი მარცხისთვის.

უნდობლობა ისეთივე დამღუპველია, როგორც უპირობოდ ბრიყვული ნდობა.

ნებისმიერი მთავრობის ყველაზე საიმედო საყრდენი ის ადამიანები არიან, ვინც მზადაა იცხოვროს სიცრუეში.

ოდესღაც ადამიანებს სჯეროდათ, რომ სიმართლე და სიყვარული სიცრუეს და სიძულვილს დაამარცხებდა, თანამედროვე ადამიანს კი, არც სიმართლის სჯერა, არც სიყვარულის, სიცრუეში სიძულვილით ცხოვრება კი, ნორმად მიაჩნია.

 

 

მსგავსი თემები