LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უთხარით, რომ ბოდავს, არ ვიცნობ ვინ არის, მარიხუანაზე ხომ არ “ზის”- თემურ ჭყონია

3320
TEMURI

ეკონომისტმა ირაკლი ლატარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ ნიკა გვარამიას 100 ათასი დოლარი გადასცა. სანაცვლოდ კი, ლატარიას თქმით, გვარამია მას “მთავარ არხზე” რეკლამას დაპირდა.

“ასევე მას ჰპირდებიან პრემიერ მინისტრის თანამდებობას კოალიციურ მთავრობაში, ჭყონიამ თავის მხრივ იცის, რომ ახალ არხზე რეკლამას არავინ მიიტანს და ეს თანხა „დააბანდა“ მომავალში პრემიერ მინისტრობის თანამდებობაში“, – წერს ლატარია.

ამ თემაზე რადიო “ფორტუნა” თემურ ჭყონიას დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ ლატარიას არ იცნობს, მაგრამ რასაც ამბობს , ეს ბოდვაა.

“ლატარიას უთხარით, რომ ბოდავს, არ ვიცნობ ვინ არის, მარიხუნაზე ხომ არ არის. მე მაქვს ორი ტიპის თანამშრომლობა, ჩემი ბიზნესი და ოჯახი. ჯერ რა დროს რეკლამაა, მთავარი არხი ჯერ ორი დღეა გავიდა. 

„მთავარი არხი" ეთერშია

მთავარი არხმა მაუწყებლობა დაპირებისამებრ 9 სექტემბერს 9 საათზე საინფორმაციო გამოშვებით დაიწყო.

ჩვენ რეკლამას რეიტინგების მიხედვით ვათავსებთ და არა პირადი სიმპათიებით, ეს არ არის ბიზნესის კანონი. მე ვცხოვრობ ბიზნესის წესებით, თუ რეიტინგულია გადაცემა და ხალხი უყურებს, იქ ვაბანდებთ ფულს”, – ამბობს ჭყონია.

“ფორტუნას” კითხვაზე, ხომ არ ყოფილა “მთავარის არხის” მარკეტინგის სამსახურის მხრიდან კომუნიკაცია და ამიტომ ხომ არ გაჩნდა ასეთი მოსაზრება, ჭყონიამ გვიპასუხა, რომ ასეთი რამ არ ყოფილა. 

ბიზნესმენმა ჩვენთან საუბარში ასევე განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში წასვლას არ აპირებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები