LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსუფაშვილი: “ადამიანის უფლებების სფეროში ქვეყანას იმაზე მეტი აქვს გასაკეთებელი, ვიდრე ბოლო 25 წლის განმავლობაში გაკეთდა”

68

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ადამიანის უფლებების სფეროში ქვეყანას იმაზე მეტი აქვს გასაკეთებელი, ვიდრე ბოლო 25 წლის განმავლობაში გაკეთდა. დავით უსუფაშვილის თქმით, ამ სფეროში საქმე არასდროს მთავრდება. უსუფაშვილი-  ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ღონისძიებას დაესწრო, რომელზეც ოთხი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინეს.
“ჩვენ გვაწუხებს ის, რომ საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში, ასევე, არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს ადამიანები ვუზღუდავთ უფლებებს და თავისუფლებებს, იმიტომ, რომ სახელმწიფოს წარმომადგენელი თანამდებობის პირები, რომლებიც ძალაუფლების გარკვეული ნაწილით ვართ ხოლმე აღჭურვილი, ხშირად შესაძლოა, კეთილი მიზნებით, კეთილი ამოცანებით, მაგრამ ბოლომდე ვერ ვახერხებთ ყველა ადამიანის უფლების თანაბრად და სწორად დაცვას. ყველა ადამიანი ადამიანია და ყველა ადამიანს აქვს თანასწორი უფლებები და თავისუფლებები და ეს უნდა იყოს განუხრელად დაცული“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები