LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსახლკარო მამაკაცს საოცარი ტრანსფორმაცია ოჯახის პოვნაში დაეხმარა – ნათესავებს ის 10 წლის წინ გარდაცვლილი ეგონათ

131
comeback201223

უსახლკარო ბრაზილიელმა მამაკაცმა ოჯახი მას შემდეგ იპოვა, რაც ადგილობრივმა სტილისტმა მისი გალამაზება გადაწყვიტა – თმა და წვერი შეუსწორა და მოაწესრიგა.

ჯოა კოელო გიმარაესის ტრანსფორმაციის ამსახველი კადრები ქსელში გავრცელდა და ნათესავებმა უსახლკაროში 10 წლის წინ დაკარგული ოჯახის წევრი ამოიცნეს.

45 წლის გიმარაესი უკვე 3 წელია უსახლკაროა, თუმცა ოჯახს ის უფრო დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ეგონა. მთელი ამ წლების განმავლობაში ბრაზილიელი თავის გადარჩენას კეთილი ადამიანების შეწევნით ახერხებდა. ერთ დღესაც ის სილამაზის სალონს მიადგა და დახმარება ითხოვა.

„როდესაც ის სალონში შემოვიდა, ჩვენ ვკითხეთ მშიერი ხომ არ იყო და რამეს ხო არ მიირთმევდა, რაზეც მან უარი გვითხრა და მორიდებით მაკრატელი ითხოვა, რათა წვერი შეეთხელებინა.“ – იხსენებენ სალონში.

სალონის პატრონმა კი მას საინტერესო ექსპერიმენტი შესთავაზა, მამაკაცი დაბანეს, მოაწესრიგეს და ახალი ტანსაცმელიც გადასცეს.

„უცნობის დახმარების იდეა მომენტალურად გაგვიჩნდა, გადავწყვიტეთ, რომ მისთვის სილამაზის დღე გვეჩუქებინა.“

„ტრანსფორმაციის დასრულებას 2 საათი დასჭირდა. საქმეში მთელი ჩვენი გუნდი ჩაერთო და საოცარი შედეგი მივიღეთ.“

„ჯოა ძალიან მორცხვი ადამიანია და ნაკლებს ლაპარაკობს, თუმცა მას შეეტყო რომ კმაყოფილი იყო და ბევრი მადლობაც გადაგვიხადა.“

„ახლა საშობაო პერიოდია და გვინდოდა ყველასთვის გვეჩვენებიან, რომ სულ მცირედიც საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანის ცხოვრება შეცვალო.“

როდესაც ჯოას საოცარი ტრანსფორმაცია ქსელში ვირუსულად გავრცელდა, ის მისმა დედამ და დამაც ნახეს. ოჯახის წევრების შეხვედრა ძალიან ემოციური იყო.

აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელის დას მისი სახლში წაყვანა სურდა, თუმცა მამაკაცმა იუარა. როგორც მან თქვა, ნამდვილი თავისუფლება მხოლოდ ქუჩაში იგრძნობა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები