LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ურეკში, ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო

188
gonio_57bac59d7fb94

ურეკში, ზღვაში, უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიხრჩო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. მამაკაცი წყალში ოჯახთან ერთად იყო შესული, რა დროსაც ის მოულოდნელად გაუჩინარდა.

მამაკაცის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებთ ერთ კილომეტრში წყალმა გამორიყა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები