LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ურჩია, მაგრამ თავისუფალი” – რომლის პაპი ბიჭზე, რომელიც დედას გამოექცა და სცენაზე თამაში დაიწყო [ფოტოები]

47075493_10156405718853110_5025635752394883072_o

რომის პაპის ფრანცისკეს საჯარო გამოსვლისას, პატარა ბიჭი დედას დაუსხლტა და პაპთან, სცენაზე აირბინა. ბიჭმა ჯერ შვეიცარიელ დაცვის წევრს დაუწყო თამაში, შეეხო მის ატრიბუტებსა და ტანსაცმელს, შემდეგ კი პაპის სკამის უკან განაგრძო თამაში.

ბიჭის დედამ ფრანცისკეს მოუბოდიშა და უთხრა რომ ცდილობდა, მისი შვილი რომელსაც ლაპარაკის უნარი არ აქვს, გაეჩერებინა. პაპმა კი მას უპასუხა, რომ ბიჭს შეეძლო თამაში გაეგრძელებინა.

“ბავშვს საუბარი არ შეუძლია. მუნჯია, მაგრამ მას შეუძლია კომუნიკაცია. მას აქვს რაღაც, რაც მაფიგრებინებს რომ სრულიად თავისუფალია… ურჩია, მაგრამ თავისუფალი. შევთხოვოთ ღმერთს, რომ შეძლოს საუბარი,” – უთხრა პაპმა ათასობით მორწმუნეს, რომელიც მის მოსასმენად იყვნენ შეკრებილები.

ბიჭის დედამ პაპს უთხრა, რომ ისინი წარმოშობით არგენტინიდან არიან. როგორც კი დედამ სცენა დატოვა, პაპმა ეპისკოპოს ჯორჯ განშვეინს, ღიმილით გადაუჩურჩულა: “ბიჭი არგენტინელია. დისციპლინას მოკლებული.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები