რუსული ავიაკომპანია „ურალის ავიახაზები“ მგზავრებს ბათუმის ნაცვლად ქალაქ მაგადანში გამგზავრებას სთავაზობს.

როგორც ადგილობრივი, ანუ რუსული მედია იუწყება, ავიაკომპანია რუსეთის მოქალაქეებს ეკატერინბურგი-ბათუმის ბილეთებს სრულიად უფასოდ გადაუცვლის ეკატერინბურგი-მაგადანის ავიაბილეთში. როგორც „ურალის ავიახაზებში“ განმარტავენ, ეს ერთ-ერთი გზაა, რითაც ბათუმის ბილეთების მფლობელებს ზარალს აუნაზღაურებენ.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს გამოცემული განკარგულებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ავიამიმოსვლა აუკრძალა. შეზღუდვა ძალაში 8 ივლისიდან შევა.

რაც შეეხება ქალაქ მაგადანს, ის რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მდებარეობს.

მაგადანი:

ბათუმი:

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05