თუკი ფიქრობთ, რომ მთელი კვირის უძილობას შაბათ-კვირას გამოძინებით აანაზღაურებთ – ძალიან ცდებით. კოლორადოს უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დასვენების დღეები სულ საწოლშიც რომ გაატაროთ, დანარჩენი დღეების კომპენსაციას მაინც ვერ შეძლებთ.

ასეთი დასკვნა მეცნიერებმა სრულიად ჯანმრთელი ადამიანების გამოკვლევის შემდეგ მიიღეს. მათ ცდისპირები ორ ჯგუფად გაანაწილეს. ერთ ჯგუფს მთელი ექსპერიმენტის განმავლობაში დღე-ღამეში მხოლოდ 5 საათი ეძინა, მეორე ჯგუფი კი შაბათ-კვირას გამოძინებასაც ახერხებდა.

შედეგად კი მოხალისეებმა ღამით ჭამას მოუხშირეს, რამაც არაერთი პრობლემა გამოიწვია. წონაში მატებას გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული გართულებები და დაზიანებული ჯანმრთელობა მოყვა. ეს შედეგი ორივე ჯგუფის შემთხვევაში თითქმის იდენტური იყო და უქმეებზე გამოძინებულებიც ვერ გრძნობდნენ თავს უკეთ.

სპეციალისტებს ამ კვევით იმის შეხსნება სურდათ, რომ ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებისთვის სრულყოფილი გამოძინება სჭირდება. ამისთვის კი სასურველია, რომ ადამიანს დღე-ღამეში 8 საათი მაინც ეძინოს.

 

მსგავსი თემები