LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნიკალური გასტრონომიული კულტურა და საოცარი ტურისტული ადგილები – გურია დამსვენებლებს ელის

163
106919080-3048385108544784-409104338451225552-o

შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისათვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტიაღმოაჩინე ის რაც შენიაგრძელდება. შიდა ქართლის შემდეგ, რიგით მეორე ტური გურიაში გაიმართა, სადაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და გასტრონომიის ასოციაციის მონაწილეობით გასტრონომიული ტური მოეწყო.

ტურის ფარგლებში სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს გურიაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა უმასპინძლა.

”საქართველოში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი კამპანია დაიწყო „აღმოაჩინე ის რაც შენია.“ პროექტის ფარგლებში ვიმყოფებით გურიაში, აცანაში, სადაც ჩვენთან ერთად არიან მედიის წარმომადგენლები, შეფ-მზარაულები. ჩვენ შევეცდებით კარგად წარმოვაჩინოთ გურიის ტურისტულად მიმზიდველი ადგილები, ასევე ამ რეგიონის უნიკალური გასტრონომიული კულტურა, შედეგად ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს კიდევ უფრო მეტ მოქალაქეს გაუჩნდება სურვილი გურიაში მოგზაურობის, რომ დაათვალიეროს რეგიონის საოცარი ტურისტული ადგილები და დააგემოვნოს უგემრიელესი ადგილობრივი კერძები, რითაც გურია გამოირჩევა.“- აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.

ჟურნალისტებისთვის სკიჯის სახლში, ოქროსქედში კულინარიული მასტერკლასი გაიმართა. ჟურნალისტებმა დაათვალიერეს 2000 მეტრზე გაშენებული უძველესი ჯიშის საექსპერიმენტო ყანა. ტურის მონაწილეები ესტუმრნენ გომისმთას და წითელმთას, სადაც ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს. ტურის ფარგლებში ეწვივნენ ჩაის ბაღებს და „კობიძეების მარანს.“

პოსტპანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის წასახალისებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი კამპანია წამოიწყო. „აღმოაჩინე ის რაც შენია“ ამ სლოგანით ადმინისტრაცია მედიასაშუალებებით: სატელევიზიო რეპორტაჟების, ბლოგების მომზადებით, სოციალურ ქსელებით და საინფორმაციო სააგენტოებით ინფორმაციის მიწოდებით ყველა რეგიონში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას მოახდენს. ტრადიციულ ტურისტულ მიმართულებებთან ერთად ტურიზმის ადმინისტრაცია რეგიონებში ახალ, საინტერესო ტურისტულ პროდუქტებსა და აქტივობებს გაუწევს პოპულარიზაციას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონებში ტურისტული სექტორის განვითარებას, როგორიცაა სასტუმროები, კვების ობიექტები, სატრანსპორტო კომპანიები, გიდები და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები