LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნგრეთის პრეზიდენტი საქართველოშია – მას თბილისში დატვირთული სამუშაო გრაფიკი ექნება

193
უნგრეტი

უნგრეთის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად უკვე თბილისშია. მას აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო უწყების წარმომადგენლები დახვდნენ.

ოფიციალურ შეხვედრებს ის ხვალ გამართვს. ინგრეთის პირველ პირს პრეზიდენტის რეზიდენციაში ოფიციალურ დახვედრას მოუწყობენ, შემდეგ კი ის სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.

„ეს არის უნგრეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში. ინტენსიური სამუშაო გრაფიკია. საუბარი იქნება როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებზე. ჩვენსა და უნგრეთს შორის არის ძალიან კარგი, მეგობრული, ინტენსიური ურთიერთობა და დღევანდელი ვიზიტი ამის დასტურია. პოლიტიკურად უნგრეთი ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია. ის აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას ნატო-სა და ევროკავშირში“, – აცხადებს უნგრეთში საქართველოს ელჩი ზაალ გოგსაძე.

მისი თქმით, საუბარი ასევე დაეთმობა ეკონომიკურ პროექტებსა და კულტურულ კავშირებს. ვიზიტის ფარგლებში იანოშ ადერი საოკუპაციო ხაზსაც მოინახულებს.

ასევე დაგეგმილია შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოშიც. იანოშ ადერს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც უმასპინძლებს.

ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის პრეზიდენტი ცნობილი უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის მიერ „ვეფხისტყაოსნისთვის“ შექმნილი მინიატურების გამოფენასაც დაათვალიერებს. იანოშ ადერი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალსაც შეამკობს.

ვიზიტი ორდღიანია და ის ხვალ დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები