LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა შემოგივარდეთ შიგნით და გაგიმწაროთ ცხოვრება – ნათელაშვილი პარლამენტში შესასვლელად მზადაა

85
ლვა

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში შესასვლელად მზადაა.

მისი თქმით, ის აპირებს „ქართულ ოცნებას“ ცხოვრება პარლამენტიდან „გაუმწაროს“.

„ბოიკოტი მქონდა გამოცხადებული, ვითხოვდი პარლამენტის დაშლას, ოპოზიციის არშესვლას, ახალ საპარლამენტო არჩევნებს და თქვენს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მოუსავლეთში წასვლას.

რახან ეს არ გამოვიდა გარედან, ოპოზიცია მანდ შემოვიდა და ახალი არჩევნების საკითხი ფაქტობრივად მოიხსნა, ახლა უნდა შემოგივარდეთ შიგნით და გაგიმწაროთ ცხოვრება. ასეთი გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლა იქნება მიღებული და ვნახოთ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

შეგახსენებთ, შალვა ნათელაშვილმა გამოკითხვა, შევიდეს თუ არა პარლამენტში 10 იანვარს დაიწყო. 

შალვა ნათელაშვილი – ახლა მიდის პარტიაში მსჯელობა, ხომ არ შევიდეთ პარლამენტში და ავაწიოკოთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები