LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა მოვუსმინოთ ბიძინა ივანიშვილს და ყველაფერი გავაკეთოთ პირიქით – სააკაშვილი ივანიშვილზე

198
20130114130136bidzina1

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, გადაცემა “პოლიტიკის ფორმულაში” ისაუბრა. ექს-პრეზიდენტის განცხადებით, მთავარი, რაც ბიძინა ივანიშვილს დაძლევს, ის არის, რაზეც გუშინ თავად ივანიშვილმა ისაუბრა სატელევიზიო ინტერვიუში.

თვითონ რაც გააფუჭეს ჩვენ გვაბრალებენ - ბიძინა ივანიშვილი ნაციონალური მოძრაობის მმართველობას იხსენებს

ნაციონალურმა მოძრაობამ ყველაზე დიდი დანაშაული, რაც ჩაიდინა, სწორედ ეს იყო-ტერიტორიების ოკუპაცია

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი რაზეც ამბობს, რომ არ უნდა, სინამდვილეში უნდა.

“უნდა მოვუსმინოთ ბიძინა ივანიშვილს და ყველაფერი გავაკეთოთ პირიქით, თუ გვინდა, რომ საქართველო განვითარდეს…მან თქვა, რომ არ მესმის, რა ხდება – ახალგაზრდებს ვიჭერთ, მაინც მოდიან, ვარბევთ, მაინც უკან არ იხევენ. მას ეშინია გამბედაობის და უკან არდახევის. ყველაფერი, რასაც ის ამბობს, რომ არ უნდა – არ უნდა ქუჩის აქციები, უნდა იყოს ქუჩის აქციები; არ უნდა ხალხის აქტიურობა და ქვეყანაში ყოფნა, უნდა იყოს აქტიურობა; უნდა, რომ ქვეყნიდან სახლი წავიდეს, პირიქით, ვინც წასულია, ისიც უნდა დაბრუნდეს; არ უნდა სააკაშვილი და ნაციონალები – დიდი დოზით უნდა ჰქონდეს სააკაშვილი და ნაციონალები. უნდა მოვუსმინოთ მას და ყველაფერი გავაკეთოთ პირიქით, თუ გვინდა, რომ საქართველო განვითარდეს. ეს არის ძალიან მარტივი რეცეპტი – გამბედაობა, ერთად დგომა, ძალა ერთობაშია, საერთო შეხების წერტილების მონახვა და შეტევა მთელ ფრონტზე – მარჯვნიდან, მარცხნიდან, ზემოდან, ქვემოდან, შეტევა ივანიშვილზე მთელ ფრონტზე“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციურ პარტიებს ნაციონალური მოძრაობის სატელიტებად მიიჩნევს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები