LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა გვესმოდეს, რომ ურთულესი ექვსი თვე გველოდება: პრემიერი

106
BeFunky-collage (5)

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია. ვირუსი ჯერ კიდევ აქ არის. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ყველამ ერთად უნდა აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და დავაბრუნოთ ნორმალური შემოსავალი ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ოჯახში,”-  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში შემაჯამებელი სიტყვით მიმართვის დროს განაცხადა.

„ამ ურთულესი 6 თვის განმავლობაში ჩვენ ისევ გვაქვს ჩვენი მოქალაქის გონიერების, მისი სამართლიანობის და თანადგომის იმედი. ჩვენ ისევ გვაქვს იმის იმედი, რომ ჩვენ ერთად დავამარცხებთ და გამარჯვებული გამოვალთ ამ ყველა წინააღმდეგობის და ამ ყველა პრობლემიდან.

„რა კორუფცია ხალხო, შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ “პონტში”…“ – პრემიერი

დავაწინაურებ – პრემიერის პასუხი ბოკერიას კითხვაზე, გადააყენებს თუ არა წულუკიანს

ყველამ უნდა ვიცოდეთ და გვესმოდეს, რომ ჩვენი პრობლემები ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევები უახლოესი 6 თვის განმავლობაში, ეს ურთულესი 6 თვე იქნება. როგორც ჯანდაცვის მიმართულებით და ეპიდემიოლოგიის მიმართულებით, პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური პრობლემების გადალახვის,ეკონომიკის აღორძინების თვალსაზრისით. და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ის 6 თვეა, როდესაც ჩვენ უნდა ჩავატაროთ ქვეყანაში სანიმუშო არჩევნები“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ დისკუსიას საინტერესო უწოდა და საქართველოს მოქალაქეს თანადგომისთვის, გონიერებისთვის და სამართლიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

გუნდის მწვრთნელს მოგებული აქვს 7:0 – კობახიძე პრემიერის ანგარიშზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები