LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა დაიწყოს თუ არა საქართველოში „სინოფარმის“ გამოყენება ჯანმოს ავტორიზაციის გარეშე

284
77

საქართველოში ეპიდსიტუაცია უარესდება. ვაქცინაცია დაწყებულია, თუმცა საზოგადოებაში მის მიმართ ნდობა მაღალი არაა.

ქვეყანაში ჩინური ვაქცინის 100 ათასი დოზა ვაქცინაა დასაწყობებული. საკოორდინაციო საბჭო ამბობდა, რომ ქვეყანაში ჩინური ვაქცინით აცრა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებოდა, თუ ჯანმოს მიერ მისი ავტორიზაცია მოხდებოდა.

„სინოფარმს“ ავტორიზაცია ამ დრომდე არ მიუღია. თუმცა, ახლა უკვე  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს, მოხდეს თუ არა  ქვეყანაში მისი გამოყენება ჯანმოს მიერ მიღებული ავტორიზაციის გარეშე.

იმუნიზაციის საბჭო განიხილავს, დავიწყებთ თუ არა "სინოფარმით" ვაქცინაციას ჯანმო-ს ავტორიზაციამდე: გამყრელიძე

"ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს ბაზარზეა, თავის მთავარ დანიშნულებას, რასაც ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის შემცირება ჰქვია, ძალიან კარგად ასრულებს" - ამირან გამყრელიძე.

 

 

„ფორტუნა“ დაინტერესდა, რამდენად გამართლებულია და რა პრობლემები შეიძლება წარმოიშვას ჩინური ვაქცინის ავტორიზაციის გარეშე გამოყენებამ.

 

 

 “უნდა იყოს ქვეყანაში ჩინური ვაქცინა, თუმცა მოცვა, სავარაუდოდ, ძალიან დაბალი იქნება”

 

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ „კოვიდვაქცინებთან დაკავშირებით პრობლემა ისაა, რომ კლინიკური კვლევები დაჩქარებულად ჩატარდა და ეს ადამიანებში გარკვეულ უნდობლობას იწვევს.  ჩინური ვაქცინის გამო კი დამატებით უნდობლობას ის ფაქტი იწვევს, რომ კვლევებზე წვდომა არ გვაქვს. ევროპული და ამერიკული ვაქცინების პლიუსი ისაა, რომ კვლევები ძალიან ფართოდ შუქდება. კვლევებს სამეცნიერო სტატიების სახე აქვს და ყველაფერი გამჭვირვალედ დევს.”

 

 

ინფექციონისტის მოსაზრებით, “კითხვის ნიშნები ასევე გააჩინა ჩინური წამლის მარეგულირებლის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომ  ჩინური ვაქცინის ეფექტურობა უფრო დაბალია, ვიდრე ამის მოლოდინი იყო.”

მაია ბუწაშვილი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ “ჩინეთის მარეგულირებელი სხვა ვაქცინა „სინოვაკზე“ საუბრობდა და არა „სინოფარმზე“, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შემოტანილი, თუმცა „სინოვაკთან“ დაკავშირებითაც გვითხრეს, რომ ქვეყანაში მის შემოტანასაც უნდა ველოდოთ.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს,  რომ „სინოფარმის“ ეფექტურობა მკვეთრად ჩამორჩება „ფაიზერის“, „ასტრაზენეკასა“ და „მოდერნას“ ვაქცინებს.

როგორც ჩანს, გვერდითი მოვლენების მხრივ, „სინოფარმის“ გამოყენება, არ უნდა იყოს დიდი პრობლემა, მაგრამ უნდობლობის შეგრძნებას ტოვებს ის ფაქტი, რომ საკმარისი ინფორმაცია ამ ვაქცინის შესახებ არ გვაქვს.

ჩინური სამედიცინო პროდუქციის მიმართ ისედაც უნდობლობა არსებობს დიდი ხნის განმავლობაში.

ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებითაც განწყობები არაა მაღალი და ვვარაუდობ, რომ ვერ უნდა მოიპოვებს ავტორიტეტს საქართველოში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება ამ განწყობას ცოტათი უშველიდა, მაგრამ ბოლომდე ალბათ მაინც არა, რადგან ჩვენ გვახსოვს წარსულში ინდური ვაქცინები, რომელიც პრეკვალიფიცირებული იყო ჯანმოს მიერ, ადამიანებში მაინც სერიოზულად არ აღიქვამდნენ და მოცვა დაბალი იყო. ამიტომ ვეჭვობ, რომ ჩინური ვაქცინით მოცვა საქართველოში ძალიან დაბალი იქნება.

ვაქცინაზე დეტალური ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მოსახლეობას.  ის უნდა არსებობდეს ქვეყანაში და ადამიანებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, ფაქტორების გათვალისწინებით გააკეთებენ თუ არა არჩევანს „სინოფარმის“ სასარგებლოდ“. – აცხადებს „ფორტუნასთან“ საუბარში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.

 

“ჩვენ არსებული რეალობიდან უნდა გამოვიდეთ”

 

„საქართველო არის მესამე ტალღის ზღვარზე. ახალი შემთხვევების მატებაა და გვაქვს გლობალურად გაუარესებული ეპიდსიტუაცია. ამას ემატება ახალი შტამების გავრცელება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია წავიდეს სწრაფი ტემპებით და მოსახლეობის მინიმუმ 60 %-ი აიცრას” – ამბობს “ფორტუნასთან” საუბრისას ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

 

 

 

“ჩვენ არსებული რეალობიდან უნდა გამოვიდეთ. ამ ეტაპზე საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით გვაქვს „სინოფარმის“ ვაქცინა, რომელსაც ბევრ ქვეყანაში იყენებენ საკმაოდ ეფექტიანად და საკმაოდ კარგი შედეგებიც აქვთ.

რა თქმა უნდა, იდეალური იქნება, თუ „სინოფარმი“ მალე გაივლის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას და მისი ლიცენზირება მოხდება, ან შემოვა საქართველოში სხვა ვაქცინა, რომელიც უკვე დაშვებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

ეს იდეალური ვარიანტია, მაგრამ პროცესი  დროში გაიწელა, ვერ მოხვდა ვაქცინის შემოტანა იმ რაოდენობით, რაც საჭიროა. „სინოფარმის“ ავტორიზაციაც დროულად არ ხდება. ეს, რა თქმა უნდა, პრობლემას შეგვიქმნის ვაქცინაციის პროცესში. ამ შემთხვევაში სრულიად ლოგიკურია, რომ იმუნიზაციის საბჭომ იმსჯელოს ვაქცინის გამოყენებაზე.

ეს არაა ვაქცინა, რომელიც არავის გამოუყენებია.

რისკი და სარგებელი განხილული უნდა იყოს. ჯერჯერობით მსოფლიოში ვაქცინების დეფიციტია და ბევრ ქვეყანას არ აქვს იმის საშუალება, რომ „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე გააკეთოს არჩევანი.

ბევრ ქვეყანას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ საჭირო რაოდენობის ვაქცინები შეიძინოს“, – აცხადებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „ფორტუნასთან“ საუბარში.

შეგახსენებთ, ჩინურ ვაქცინაზე მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანამ გააკეთა არჩევანი. მათ შორის არის ჩვენი მეზობელი თურქეთი.

 

რომელ ქვეყნებში იყენებენ ჩინურ ვაქცინას - "სინოფარმი“ არის ტრადიციულ მეთოდზე დამყარებული ვაქცინა"

ჩვენც გვეძლევა საშუალება, რომ 100 ათასი დოზის მიღებით, რომ ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში კიდევ უფრო გაფართოვდეს.

 

აღსანიშნავია ფაქტია, რომ  აშშ-ს მთავარი საერთაშორისო ტურინირის “კოპა ამერიკის” დაწყებამდე ფეხბურთელებს ჩინური ვაქცინა „სინოვაკით“ აცრიან. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაციით,  „სინოვაკით“ აიცრება ლეონელ მესიც.

ლეომ ჩინური ვაქცინა „სინოვაკის“ მწარმოებელ კომპანიის ხელმძღვანელებს სამი მაისური გაუგზავნა ავტოგრაფებით და ამით დაეხმარა გარიგების გაფორმებას, რომელსაც ურუგვაის პრეზიდენტი ლუის ალბერტო ლაკალიე პოუ კურირებს.

„სინოვაკმა“  სამხრეთ ამერიკაში მოთამაშე ფეხბურთელებისთვის 50 ათასი ანტიკოვიდური ვაქცინა გაგზავნა.

ფოტო: მესიმ ჩინელებს მაისურები გაუგზავნა და ვაქცინის ყიდვაში დაეხმარა – ლეოს უნდა, რომ ყველა ფეხბურთელი აიცრას

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები