LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,უმთავრესი – ოჯახი და შვილებია… ბავშვები ახალ სამყაროს ქმნიან” – სიუზან სარანდონის ცნობილი გამონათქვამები

4655
1

„ოსკაროსანი” სიუზან სარანდონი, არა მხოლოდ კარგი მსახიობი, არამედ საოცრად გონიერი ქალბატონია, რომელსაც როგორც ამბობენ, ხშირად მიმართავენ კოლეგები რჩევისთვის.

fortuna.ge გთავაზობთ ცნობილ გამონათქვამებს:

  •  ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ პარტიას ის ადამიანები ქმნიან, ვინც არასდროს დადიან  არჩევნებზე.
  • მთელი ცხოვრება სიმართლეს ვამბობი და ტყუილის თქმას აზრი აღარ აქვს.
  • ასაკის მატებასთან ერთად, სულ უფრო ნაკლებად ვფიქრობ როგორ გამოვიყურები და მეტად ვინტერესდები, რას ვაკეთებ.
  •  გულიც კუნთია, მაგრამ რაც მეტს ამუშავებ, მით უფრო დიდი ხდება.
  • პროდიუსერები მხოლოდ იმ მამაკაცებს იწვევენ როლზე, ვისაც უნდათ რომ ჰგავდნენ და მხოლოდ იმ ქალებს – ვისთანაც ფიზიკურ ურთიერთობაზე ოცნებობენ.
  • არ მჯერა ქორწინების. მჯერა სიყვარულის და ნდობის. ქორწინება სამსახურს ჰგავს, თითქოს ადამიანები თანამდებობას ღებულობენ და ან უფროსობენ ერთმანეთზე ან ემორჩილებიან.
  • ვერასდროს განკურნავ სულს, სანამ სხეულს არ გააჯანსაღებ.
  • უმთავრესი – ოჯახი და შვილებია. ბავშვებს ახალი სამყარო მოაქვთ და მშობელიც თითქოს თავიდან იწყებს ცხოვრებას. მე მათ სამყაროში ვცხოვრობ და საკუთარზე მეტად მომწონს.
  • ძალიან მიყვარს უჩვეულო ადამიანებთან ურთიერთობა და ჩვეულებრივ ადამიანებზე დაკვირვება უჩვეულო სიტუაციებში.