LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ულვაში, ანუ სინდის-ნამუსის სინონიმი ქართულ პოლიტიკაში

1059
FORTUNA.GE (15)

საქართველოში ბევრ რამეს ცვლიდა პოლიტიკური ორიენტაცია და მათ შორის მოდას. დამპყრობლები ჯერ დიდგვაროვანთა მოდას ცვლიდნენ, შემდეგ კი უბრალო მოკვდავებიც მათ ბაძავდნენ.

წვერი სუფთა ქართული მოვლენაა, ის არც ერთ დამყრობელს არ შემოუტანია.  XV-XVI საუკუნემდე, ძირითადად, ხშირ წვერ-ულვაშს ატარებდნენ,  XVII  საუკუნეში კი დიდგვაროვანთა წვერ-ულვაში თითქოს აღმოსავლური ხდება – ულვაში უფრო აწკეპილი და თხელია.

ერთ დროს ულვაში ყველა ქართველში დიდი პატივით სარგებლობდა. განსაკუთრებით მეგრელებში, იმერლებსა და გურულებში. ის ხშირად ასოცირდებოდა სინდის-ნამუსთანაც. 

არავინ იცის რეალობაზეა თუ არა დაფუძნებული, მაგრამ ფილ „დაკარგულ სამოთხეში“ გაღარიბებული იმერელი აზნაურები ფულის ნაცვლად „ნამუსს“, ანუ ულვაშის ერთ ბეწვს აძლევდნენ მევალეებს. ყველამ იცოდა, რომ ამ შემთხვევაში ვალს აუცილებლად დააბრუნებდნენ.

დღეს ქართველ მამაკაცებს დიდი არჩევანი აქვთ, ქვეყნის მმართველები მოდაზე გავლენას ვეღარ ახდენენ. 

პოლიტიკოსების უმეტესობა ულვაშზე არჩევანს არ აკეთებს, თუმცა არიან ისეთები, ვინც ძველ ტრადიციას მიჰყვება და სხვადასხვა მოსაზრებების გამო ულვაშს ატარებენ.

გთავაზობთ საქართველოში პოლიტიკოსების არც თუ ისე დიდ სიას, ვინც ულვაშს უკვე წლებია ატარებს და ისინი სხვა იმიჯით უკვე ვერც წარმოგვიდგენია.

ამ შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი გრიგოლ ვაშაძე გვახსენდება, რომელსაც სულ ერთი ნაბიჯი დააკლდა პრეზიდენტობამდე.

გრიგოლ ვაშაძე წლების განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა. ახალგაზრდობაში ის ბევრად უფრო დიდ ულვაშს ატარებდა, ვიდრე დღეს.

ულვაშს ატარებს და წლების წინაც ატარებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძეც. 

უმრავლესობის წევრის მიხეილ ყაველაშვილის იმიჯი ფეხბურთელობისას აბსოლუტურად განსხვავებული იყო. მაგრამ მან უკვე წლებია, ულვაშზე გააკეთა არჩევანი და როგორც ჩანს, მასზე უარის თქმას არ აპირებს. 

ულვაშს ატარებს პარლამენტის უხუცესი წევრი რევაზ არველაძე. 

ულვაშს ატარებს ერთ-ერთი კოლორიტური და იუმორის მქონდე პარლამენტარი ვლადიმერ კახაძეც. 

უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი გია ჟორჟოლიანი ულვაშის გარეშე ამომრჩეველს არ გვინახავს. 

 

ულვაშს ატარებს პარლამენტარი გია ბენაშვილიც, რომელიც მიმდინარე წელს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. 

აშკარაა, დღეს ულვაშს დაკარგული აქვს გასული საუკუნეების სინონიმი. მაგრამ რატომ ირჩევენ მას პოლიტიკოსები, არავინ იცის.

პოპულალურები