LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკვე 2.98 – ლარი დოლართან გაუფასურებას განაგრძობს

81
1569418160410353

26 სექტემბერის, ანუ დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9808 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9737 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.71 თეთრი შეადგინა.

სამაგიეროდ, გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2571 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2684 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.13 თეთრი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 27 სექტემბერიდან  შევა ძალაში.

ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად კი ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს. ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე კვლავ მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის, აღნიშნულის სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ბანკის განმარტებით, ამ ზეწოლის გასანეიტრალებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ა.წ. 25 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა.

“გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების გასაძლიერებლად, ეროვნული ბანკი ხვალ, 27 სექტემბერს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები