LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინული თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრების ბოლო ფოტო აფრენამდე

1337
89

8 იანვარს, თეირანის აეროპორტის მახლობლად, უკრაინული ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 176 ადამიანი, ეკიპაჟის 9 წევრი  და 167 მგზავრი, იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.

ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელიც ეკიპაჟის წევრებმა აფრენამდე ცოტახნით ადრე გადაიღეს.

11 იანვარს ირანმა აღიარა, რომ უკრაინული თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდო. ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი მომხდარს ” ადამიანურ შეცდომას” უწოდებს და  აცხადებს, რომ ყველა დამნაშავე პირი პასუხს აგებს.

დაღუპულთა შორის 7 ქვეყნის მოქალაქეები არიან: 82 – ირანის, 63 – კანადის, 11 – უკრაინის რომელთა შორის 2 მგზავრი 9 კი ეკიპაჟის წევრი იყო, 10 – შვეიცარიის, 4 – ავღანეთის, 3 – გერმანიის და 3 – დიდი ბრიტანეთის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები