უკრაინის მთავრობა ახალ დადგენილებაზე მუშაობს, რის მიხედვითაც ის აზარტული დაწესებულებები, რომლებიც სახელმწიფო ლატარეის ეგიდით ფუნქციონირებენ შეწყვეტენ მუშაობას.

ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის ოფიციალური მთავრობა ავრცელებს.

ამ დრომდე, უკრაინაში 150 დაწესებულება უკვე დაიხურა და დაახლოებით 2 მლნ დოლარის ღირებულების აღჭურვილობების კონფესკაცია მოხდა.

მთავრობის კაბინეტმა ფისკალური სამსახურის მისამართით ბრძანება გასცა, რის მიხედვითაც მოხდება ყველა აზარტული დაწესებულების შემოწმება.

უკრაინის შსს-ს ცნობით, დროებით ყველა აზარტული თამაშების დაწესებულება დაიხურა.

უკრაინის პრემიერმინისტრის თქმით, გადაწყვეტილება ამის შესახებ მინისტრებმა ერთობლივი კენჭისყრის გზით მიიღეს.

გარდა ამისა, უმაღლეს რადაში კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, რაც აზარტული თამაშების ბიზნესის დარეგულირებას ითვალისწინებს.

აზარტული თამაშების მომხმარებლების შესამცირებლად შესაძლოა რეგულაციები დაწესდეს

 

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05